გამოგზავნე

საიტი

გამოგზავნა უფასოა. თუ ვებსაიტი შექმენი, მარტომ, სტუდიაში თუ გუნდთან ერთად, აქ არის ყველაფერი, რაც უნდა იცოდე.

გამოგზავნე საიტი

უფასოა

საიტის გამოგზავნა, შეფასება და ჯილდო უფასოა. გამოგზავნა შეუძლია ნებისმიერს, ვინც საიტი შექმნა: მარტომ, სტუდიაში, სააგენტოში თუ გუნდთან ერთად. ვიღებთ საიტებს მთელი მსოფლიოდან; საქართველოში შექმნილი საიტები ცალკე, ქართული ვებსაიტების სიაშიც ჩანს.

რა დაგჭირდება

გამოგზავნის ფორმა ჯერჯერობით ინგლისურადაა. მის შესავსებად მოამზადე:

  • ანგარიში შემოქმედზე (შესვლა ან რეგისტრაცია ერთ წუთს მოითხოვს);
  • საიტის სახელი და მისი საჯარო, მოქმედი მისამართი;
  • მოკლე აღწერა: ერთი წინადადება, 160 სიმბოლომდე, რა ხდის საიტს სანახავს;
  • 1-დან 3-მდე კატეგორია და 6-მდე ტექნოლოგია, რომლითაც საიტი აწყობილია;
  • ვინ შექმნა: შენ, შენი სტუდია ან გუნდი, და რეგიონი (საქართველო ან სხვა);
  • მთავარი სქრინშოტი: 16:9, იდეალურად 1920 × 1080, ან მთლიანი გვერდის სქრინშოტი (PNG, JPG ან WebP). მთლიანი გვერდის სქრინშოტი მთავარ გვერდზე ნელა ჩამოსქროლდება;
  • სურვილისამებრ: კიდევ 4-მდე სქრინშოტი და 60 წამამდე უხმო ვიდეო საიტიდან.

რა საიტებს ვიღებთ

ყოველ საიტს გამოქვეყნებამდე ხელით ვამოწმებთ. ვიღებთ საიტს, რომელიც:

  • საჯაროდ მუშაობს და დასრულებულია, არა დემო ან „მალე“ გვერდი;
  • შესვლის გარეშე იხსნება;
  • თავად შექმენით (მზა შაბლონი თითქმის ცვლილებების გარეშე არ მიიღება);
  • მობილურზეც კარგად მუშაობს.

ერთი საიტი ერთდროულად მხოლოდ ერთხელ განთავსდება. უკვე შეფასებული საიტი მხოლოდ მნიშვნელოვანი რედიზაინის შემდეგ ბრუნდება.

რა ხდება გამოგზავნის შემდეგ

  1. საიტს ხელით ვამოწმებთ. თუ რამე გასასწორებელია, მიზეზს შენს ანგარიშში ნახავ.
  2. დამტკიცების შემდეგ საიტი ქვეყნდება საკუთარ გვერდზე და ელფოსტით მოგდის შეტყობინება, რომ ის კენჭისყრაშია.
  3. საიტი იმ კვირის ჯგუფში ხვდება, როცა დამტკიცდა. ჟიური მას მომდევნო კვირას აფასებს და კენჭისყრა იმ კვირის ბოლოს, კვირა დღეს სრულდება. ჯილდოსთვის საიტს მინიმუმ 3 ჟიურის შეფასება სჭირდება.
  4. კენჭისყრის დასრულების შემდეგ ელფოსტით იღებ შედეგებს: საბოლოო ქულას და ჟიურის თითოეული წევრის შეფასებასა და კომენტარს, ჯილდო მოიგო თუ არა.
  5. თუ საიტმა ჯილდო მოიგო, იღებ ჯილდოს გვერდს, ნიშანს შენი საიტისთვის და დასაბეჭდ სერტიფიკატს. როგორ ფასდება საიტი, ვრცლად: როგორ ვაფასებთ.

რას იღებ

  • საიტის საკუთარ გვერდს სქრინშოტებით, ვიდეოთი, ავტორების მითითებით და ბმულით შენს საიტზე;
  • ავტორის პროფილს, სადაც შენი ყველა ნამუშევარი და ჯილდოა თავმოყრილი;
  • სახელიან, პროფესიონალურ შეფასებას ჟიურისგან: რა მუშაობს კარგად და რა შეიძლება გაუმჯობესდეს;
  • საიტის დადასტურების (claim) შემდეგ ბმული შენს საიტზე dofollow ხდება, რაც საძიებო სისტემებისთვის ღირებულია;
  • პირველი 100: პირველი ასი საიტი, რომელსაც მივესალმებით, იღებს დანომრილ საპატიო ნიშანს (001–100) და სერტიფიკატს. ეს ქულის ჯილდო არ არის.

დაწყება

მზად ხარ? გამოგზავნე საიტი. კითხვები გაქვს? ნახე ხშირი კითხვები.